ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილება

ხელმძღვანელი - პროფესორი აკაკი ნადარეიშვილი

აღჭურვილია ფირმა SIEMENS-ის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატებით: Acuson - X300 (General), Acuson - X300 (Vascular), Sonoline G-50, Sonoline G60, Acuson Antares 3D/4D და ფირმა Toshiba-ას Aplio XG (4D), Aplio MX, Xario XC სივრცობრივი გამოსახულების დამოშავების მძლავრი პაკეტით; ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის სისტემებით.

განყოფილებაში ტარდება:

• მუცლის ღრუს ორგანოების, ჰეპატოპანკრეატობილიარული სისტემის ულტრაბგერითი კვლევა პათოლოგიური წარმონაქმნების ვასკულარიზაციის შეფასებით.

• თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა.

• შარდის ბუშტისა და პროსტატის ულტრაბგერითი გამოკვლევა რექტალური გადამწოდით.

• სარძევე, ფარისებრი ჯირკვლებისა და პერიფერიული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა, პათოლოგიური წარმონაქმნების ვასკულარიზაციის ტიპის შეფასებით.

• ღვიძლის პირველადი და მეორადი სიმსივნეების მკურნალობა მონოპოლარული რადიოსიხშირული აბლაციის საშუალებით ულტრაბგერის კონტროლით.

• თავის ტვინის მაგისტრალური (საძილე და ვერტებრალური) ინტრაკრანიული სისხლძარღვების (ვილიზიის წრის, ცერებრული ვენური სისტემის, ვენური სინუსები) დუპლექს სკანირება ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის რეჟიმში.

• გულმკერდისა და მუცლის აორტის, ქვემო ღრუ ვენის, პორტალური სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა, სისხლძარღვების დუპლექს სკანირება ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის რეჟიმში.

• ზედა და ქვედა კიდურების სისხლძარღვების დუპლექს სკანირება ფერადი დოპლერის რეჟიმში.

• საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა.

• სადიაგნოსტიკო პუნქციური ბიოფსია ულტრაბგერის კონტროლით სხვადასხვა პათოლოგიების დროს, მადრენირებელი - სამკურნალო მანიპულაციების წარმოება.

• საშვილოსნოსა და წინამდებარე ჯირკვლის მოცულობითი წარმონაქნების პუნქციური ბიოფსია სპეციალიზირებული ვაგინალური და პუნქციური გადამწოდით.

• მცირე მენჯის ვენური პათოლოგიების ულტრაბგერითი გამოკვლევა:

--ერთიანი ფუნქციური სისტემის - დედა-პლაცენტა-ნაყოფი - ჰემოდინამიკური მაჩვენებლების შესწავლა ნაყოფის ზრდის და განვითარების შეფასების მიზნით.

--ნაყოფის განვითარების ანომალიების ნაადრევი დიაგნოსტიკა და 1 მმ-მდე ზომის პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენა.

--სხეულის ნაწილების ერთდროულად სამ პროექციაში ვიზუალიზაცია. ნაყოფის სახის, ხერხემლის სვეტისა და კიდურების დეტალური გამოსახვა.

--ელექტრონულ მატარებლებზე (დისკი, მეხსიერების ჩიპი) სხეულის სტრუქტურების სივრცობრივი გამოსახულების რეალურ დროში და ზომებში გადატანა.

--მომავალ მშობლებს საშუალება ეძლევათ დროის რეალურ რეჟიმში მოახდინონ მათი მომავალი შვილის ვიზუალიზაცია.

• საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიების (საშვილოსნოს ღრუს ძგიდე, ნაკეცი, ენდომეტრიუმის პოლიპი) დიაგნოსტიკა.

• საკვერცხეების ექოარქიტექტონიკის დეტალური შეფასება და მენჯის ორგანოების პანორამული სურათის მიღება.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილება

ხელმძღვანელი - პროფესორი აკაკი ნადარეიშვილიაღჭურვილია ფირმა SIEMENS-ის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატებით: Acuson - ...

@ 2008-2012, clinicalmedicine.ge, ყველა უფლება დაცულია | ვებ უზრუნველყოფა : ბექა ფარქოსაძე