თორაკო-აბდომინალური ქირურგია

ხელმძღვანელი - პროფესორი ზურაბ ბერიაშვილი

აღჭურვილია ზოგად-ქირურგიული და ნაკლებად ინვაზიური ოპერაციული ჩარევებისათვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით: STORZ-ის უახლესი თაობის ენდოლაპარასკოპიული ნაკრებით ქირურგიული ჩარევებისათვის, ულტრაბგერითი სკალპელით “HARMONIC” მონოპოლარული რადიოსიხშირული აბლაციის აპარატით (RITA), ინტრაოპერაციული რენტგენოლოგიური და ექოსკოპიის აპარატებით (SIEMENS).

განყოფილებაში ტარდება:
•    ოპერაციები ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიის დროს
•    შუასაყარის ორგანოთა დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
•    კუჭის და ნაწლავების ანთებადი და სიმსივნური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
•    ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებადი და ონკოპათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა ტრადიციული და ნაკლებად ინვაზიური - მინილაპარატომიული და ლაპაროსკოპიული მეთოდებით
•    განმეორებითი და რეკონსტრუქციული ოპერაციები კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე და სანაღვლე გზებზე
•    ოპერაციები პანკრეასისა და ღვიძლის სიმსივნეების დროს
•    სხვადასხვა ორგანოების პარაზიტული დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
•    ღვიძლის მეტასტაზების ინტრაოპერაციული რადიოსიხშირული აბლაცია
•    ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
•    ლაპაროსკოპიული მეთოდით მკურნალობა:
o    საყლაპავის დიაფრაგმალური ხვრელის თიაქრის
o    საყლაპავის აქალაზიის
o    გასტროეზოფაგუალური რეფლუქსური დაავადების
o    თიაქარპლასტიკა თიაქრის სხვადასხვა ლოკალიზაციის დროს
o    სპლენექტომია ელენთის დაავადების დროს
o    თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების დროს
o    აპენდიციტის დროს
o    ღვიძლის ატიპიური რეზექცია სიმსივნური დაზიანების დროს
o    ქირურგიული მკურნალობა ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადებების დროს
o    ქვემო კიდურების პერფორანტების ენდოსკოპიური სუბფასციალური დისექცია
o    საძილე არტერიების რეკონსტრუქცია სხვადასხვა პათოლოგიის (სტენოზის, კინკინგის, კიოლინგის) დროს

უნიკალური შემთხვევა

თორაკო-აბდომინალური ქირურგიის განყოფილებაში,პროფ.თ გუგეშაშვილმა ჩაატარა უნიკალური ოპერაცია.პაციენტს მუცლის ღრუდან ...

პირველად საქართველოში ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე

პირველად საქართველოში ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე ლაპარასკოპიულიმეთოდით კეთდება მსხვილი ნაწლავის რეზექცია  ...

თორაკო-აბდომინალური ქირურგია

ხელმძღვანელი - პროფესორი ზურაბ ბერიაშვილიაღჭურვილია ზოგად-ქირურგიული და ნაკლებად ინვაზიური ოპერაციული ჩარევებისათვის ...

@ 2008-2012, clinicalmedicine.ge, ყველა უფლება დაცულია | ვებ უზრუნველყოფა : ბექა ფარქოსაძე