აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

 დაიბადა 1944 წელს ქ. ზუგდიდში. 

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

ფ. თოდუა 1968-1990წწ. მუშაობდა მოსკოვის აკად. ა.ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა რიგითი მეცნიერ თანამშრომლიდან სსრკ-ში პირველად მის მიერ შექმნილი კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელამდე.

1991წ. დაარსა და ხელმძღვანელობს- კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტს. 1998 წლიდან არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის დირექტორი სამედიცინო რადიოლოგიის სპეციალობაში, ხელმძღვანელობს სამედიცინო აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის კათედრას ენდოსკოპიის კურსით. 1999 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური მედიცინის დეპარტამენტს. 2002 წლიდან არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი რადიოლოგი.

2004 წლიდან ფ. თოდუა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტია. 2008 წელს არჩეულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ.

ფ. თოდუა 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის ავტორია, მათ შორის 2 მონოგრაფია გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ, მიღებული აქვს 5 საავტორო და 15 საპატენტო მოწმობა გამოგონებაზე. არის 200-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე, 80-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

1979 წელს ფ. თოდუას სამედიცინო მეცნიერებაში დამსახურებისათვის მიენიჭა აკად. ა. ა. ვიშნევსკის, ხოლო1986 წელს აკად. ა. ვ. ვიშნევსკის სახელობის პრემიები, 1988 წელს-სსრ კავშირისა და 1996 საქართველოს სახელმწიფო პრემიები მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. 1996 წელს იგი დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით, ხოლო 2006 წელს ღირსების მეორე ორდენით. იგი თბილისის საპატიო მოქალაქეა (1998). 1998 წელს არჩეულია ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

მიღებული აქვს ევროპის ღირსების ორდენი ერთიანი ევროპის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ჰენრი კისინჯერთან ერთად (1999), მალტის ორდენი (1999), ბელგიის სამეფო კარის შევალიეს წოდება (1999), ანდრია პირველწოდებულის ორდენი (2000), ალბერტ შვაიცერის ორდენი “ჰუმანიზმისა და ხალხის სამსახურისთვის” (2003). ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის დიდი ოქრო მედალი (2003), აკად. გ. მუხაძის მედალი ქართული ქირურგიის განვითარების საქმეში დამსახურებისათვის (1993). სამედიცინო მეცნიერების განვითარებისათვის 1994 წელს გახდა ა. ჩაჩავას პრემიის ლაურეატი. დაჯილდოვებულია ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის სამახსოვრო მედლით სამამულო მედიცინის განვითარების საქმეში დამსახურებისათვის. ივ. ჯავახიშვილის ოქროს მედალი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო სწავლების აღდგენისა და მედიცინის ფაკულტეტის აღორძინების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის (2004). საფრანგეთის მთავრობის მიერ დაჯილდოვებულია ჯილდოთი “მადლიერების ჯვარი” დიდი ქველმოქმედებისა და საქმის ერთგულებისთვის (2004). ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიული ინსტიტუტის (მსოფლიოს გამორჩეული პიროვნებების ბიოგრაფიების შემსწავლელი ორგანიზაცია) მიერ ფრიდონ თოდუა საზოგადოების წინაშე კეთილშობილური მიღწევებისთვის აღიარებულია 2003, 2008 და 2011 წლებში “წლის საუკეთესო ადამიანად”, არჩეულია ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიული ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრად. 2008 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის სახელობითი პრემია მონოგრაფიისათვის “ცერებროვასკულურ პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსიკა”. 2009 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის ორდენით, 2010 წელს კი პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით. 2010 წელს მიენიჭა აკად. გ. მუხაძის სახელობითი მედალი ნაშრომთა ციკლისთვის. 2010 წელს არჩეულია ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსად, 2010 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა დააჯილდოვა ელჩების საერთაშორისო ორდენით. 2010 წელს აირჩიეს გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად, 2012 წელს არჩეულია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად,2012 წელს კი ბაქოს ოლდერ იურდუს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად (აზერბაიჯანის რესპუბლიკა). 2016 წელს მიენიჭა ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება.

არის მრავალი ასოციაციის, საზოგადოების, ფედერაციისა და სხვადასხვა საბჭოს წევრი. მათ შორის: საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის, ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის რადიოლოგთა ასოციაციის, თსუ აკადემიური საბჭოს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს; საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საპატიო მოქალაქეობისა და სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობის და საქართველოს ეროვნული პრემიების კომისიის წევრი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ “მოამბის” მთავარი რედაქტორის მოადგილე. არის ჟურნალის “რენტგენოლოგიის და რადიოლოგიის მაცნეს” მთავარი რედაქტორი. ჟურნალების “Вестник рентгенологии», “Медицинская визуализация“ (მოსკოვი) “კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა”, “საქართველოს სამედიცინო მოამბე”, “Georgian Medical News”-ის სარედაქციო კოლეგიების წევრი.

„Медико-биологические проблемы жизнедеятельности“ (moskovi), 

” Cardiology and International Medicine”, “Critical Care & Catastrophe Medicine” სარედაქციო კოლეგიების წევრი.

მრავალი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე და წევრი.

@ 2008-2012, clinicalmedicine.ge, ყველა უფლება დაცულია | ვებ უზრუნველყოფა : ბექა ფარქოსაძე