
რენტგენ-დიაგნოსტიკის განყოფილება
ხელმძღვანელი - მედიცინის დოქტორი ვალერი აბულაძე
აღჭურვილია: Siemens- ისა და Toshiba–ს რენტგენდიაგნოსტიკური აპარატებით, "Multix Kompact-K", "Axiom Icons MD" და "Winscope Plessart" დიგიტალური ფლუოროსისტემით, რენტგენოგრამების დიგიტალური დამუშავებითა და არქივირებით.
განყოფილებაში ტარდება:
• საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა.
• გულმკერდის ღრუს ორგანოების დაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა.
• საყლაპავი მილის, კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების მორფოფუნქციური მდგომარეობის შეფასება, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დინამიური კვლევა, ირიგოსკოპია ორმაგი კონტრასტირებით. დინამიური დაკვირვება პაციენტებზე პოსტოპერაციულ პერიოდში.
• ჰეპატოპანკრეატოდუოდენალური ზონის პათოლოგიათა დიაგნოსტიკა გამოსახულების შემდგომი დიგიტალური დამუშავებით. ტრანსპარიეტული და ინტრაოპერაციული ქოლანგიოგრაფია, პერორალური ქოლეცისტოგრაფია, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, სიმსივნური პროცესების დიაგნოსტიკა რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფიის საშუალებით.
• შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა, ფუნქციური მდგომარეობის შეფასება კვლევის რუტინული და სპეციალური მეთოდებით; ინტრავენური უროგრაფია, მიქციური ცისტოგრაფია, ურეთეროგრაფია, ანტეგრადული და რეტროგრადული ცისტოგრაფია და ჰისტეროსალპინგოგრაფია.
• სარძევე ჯირკვლის დაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა (მამოგრაფია), დუქტოგრაფია.

რენტგენ-დიაგნოსტიკის განყოფილება
ხელმძღვანელი - მედიცინის დოქტორი ვალერი აბულაძე აღჭურვილია: Siemens- ისა და Toshiba–ს ...
@ 2008-2012, clinicalmedicine.ge, ყველა უფლება დაცულია | ვებ უზრუნველყოფა : ბექა ფარქოსაძე