
ფიზიო-ლაზერთერაპიის განყოფილება
ხელმძღვანელი - მარიკა გრძელიძე
განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე გერმანული Uniphy–სა და ბრიტანულ–ჩეხური BTL–ის ფირმების ფიზიო და ლაზეროთერაპიული აპარატურით, რომელთა გამოყენებით წარმოებს ელექტრო თერაპიის შემდეგი პროცედურები:
განყოფილებაში ტარდება:
• გალვანიზაცია და ელექტროფორეზი, ულტრაბგერითი თერაპია, დიადინამოთერაპია, ინტერფერენცთერაპია, ამპლიპუსთერაპია, ელექტროსტიმულაცია, დარსონვალიზაცია, ულტრამაღალი სიხშირის ელექტრული ველით მკურნალობა, ულტრაიისფერი დასხივება ზოგადი და ცხვირ-ხახის ტუბუსით, აეროზოლთერაპია, ინფრაწითელი და წრიული კლასტერული ლაზერით მკურნალობა.
• სხვადასხვა ნოზოლოგიების მიხედვით პაციენტთა კომპლექსური კურსობრივი მკურნალობა:
--სარეაბილიტაციო ღონისძიებები ნეიროქირურგიული, ზოგადქირურგიული და გინეკოლოგიური ოპერაციების შემდეგ.
--ოსტეოართროზის, მათ შორის დისკოპათიით გართულებული ოსტეოქონდროზის მკურნალობა, რომელიც მოიცავს რამდენიმე სახეობის ფიზიოპროცედურას და დისკექტომიის შემდგომი სარეაბილიტაციო ღონისძიებები.
--გასტროენტეროლოგიური დაავადებების კერძოდ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ქრონიკული ქოლეცისტიტის, პოსტქოლეცისტექტომური სინდრომის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ქრონიკული ყაბზობის და სხვა.
--უროლოგიური, კერძოდ ქრონიკული პროსტატიტის და ცისტიტის, ენურეზის, პეირონის დაავადებების, ქრონიკული პიელონეფრიტის დროს
--ნევროლოგიური, ანგიოლოგიური და ოფთალმოლოგიური პაციენტების მკურნალობა.

ფიზიო-ლაზერთერაპიის განყოფილება
ხელმძღვანელი - მარიკა გრძელიძეგანყოფილება აღჭურვილია თანამედროვე გერმანული Uniphy–სა და ბრიტანულ–ჩეხური ...
@ 2008-2012, clinicalmedicine.ge, ყველა უფლება დაცულია | ვებ უზრუნველყოფა : ბექა ფარქოსაძე