მეცნიერება

ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას წარმართავს სამეცნიერო საბჭო.

არსებობის მანძილზე ინსტიტუტის კოლექტივის მიერ მიღწეულია შემდეგი წარმატებები:
დაცულია 14 სადოქტორო და 46 საკანდიდატო დისერტაცია, მომზადებულია 27 ასპირანტი და 160-ზე მეტი ექიმი რადიოლოგი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწეობენ.
გამოქვეყნებულია 2 შრომათა კრებული, 1600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 21 გამოგონება და 7 მონოგრაფია:

    მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიის ატლასი (მოსკოვი, 1991)
    ღვიძლის აბსცესების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (ბუდაპეშტი, 2003)
    თავის ტვინის დაავადებათა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (თბილისი, 2001)
    ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (თბილისი, 2001)
    საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიის ატლასი (თბილისი, 2001)
    ცერებროვასკულურ პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა (თბილისი, 2006)
    თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ატლასი (თბილისი, 2006)

დაფუძნებულია საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია (1997), რომელიც დსთ-ს ქვეყნებიდან პირველი გახდა ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი. ამ დროიდან გამოიცემა მეცნიერებათა აკადემიისა და რადიოლოგთა ასოციაციის ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალი ”რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნე”.
ჩატარდა საქართველოს I, II და III რადიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი (1997, 2003, 2010) და საერთაშორისო სიმპოზიუმები:

    ”ახალი ტექნოლოგიები მედიცინაში” (1994)
    ”რადიოლოგია ათასწლეულის მიჯნაზე” (2000)
    ”ახალი ტექნოლოგიები ახალ ათასწლეულში” (2001)
    ”ახალი ტექნოლოგიები რადიოლოგიაში” (2002)
    ”ახალი მიმართულებები რადიოლოგიაში და ინტერვენციულ მედიცინაში” (2007)

ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფს მიენიჭა

    საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში ნაშრომისთვის "ახალი ტიპის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შექმნა და რესპუბლიკის სამედიცინო პრაქტიკაში დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის ახალი მეთოდებისა და ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დრო უსისხლო ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციების დანერგვა" (1996);
    ივანე თარხნიშვილის სახელმწიფო პრემია შრომათა ციკლისათვის: "ჰემოდინამიკის თავისებურებანი მსხილ სისხლძარღვებში და ათეროსკლეროზის ინიციალური ფაქტორები" (2007);
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის პრემია მონოგრაფიისათვის: "ცერებროვასკულურ პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა" (2008);
    საქართველოს ეროვნული პრემია სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის "ინსულტის დაძლევის სტრატეგია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში" (2010)
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ.მუხაძის პრემია შრომთა ციკლისათვის "ჰეპატოპანკრეატოდუოდენალური ზონის დაავადებათა და პორტული ჰიპერტენზიის გართულებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სტრატეგია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში (2010)


ინსტიტუტი საუნივერსიტეტო კლინიკაა. მის ბაზაზე ფუნქციონირებს:

    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიისა და  ენდოსკოპიის კათედრა
    სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიისა და  ენდოსკოპიის კათედრა
    რეზიდენტურის პროგრამა რადიოლოგიაში
    დოქტორანტურა
    კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სასწავლო ცენტრი, სადაც მომზადების თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გადიან სტუდენტები და ექიმები.

მეცნიერება

ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას წარმართავს სამეცნიერო საბჭო.არსებობის მანძილზე ინსტიტუტის კოლექტივის მიერ მიღწეულია ...

@ 2008-2012, clinicalmedicine.ge, ყველა უფლება დაცულია | ვებ უზრუნველყოფა : ბექა ფარქოსაძე