ენდოკრინოლოგიის განყოფილება

ხელმძღვანელი - მაია ტორჩინავა.
ენდოკრინოლოგიურ კაბინეტში ხორციელდება მოზრდილ პაციენტთა ამბულატორიული მიღება სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიით, წარმოებს ყველა ცნობილი ენდოკრინული დაავადების გამოკვლევა და მკურნალობა. პაციენტებს თანამედროვე ლაბორატორიულ-ტექნიკურ ბაზაზე შეუძლიათ ჩაიტარონ ყველა ენდოკრინული დაავადების ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ენდოკრინული დაავადებების დიაგნოსტიკა და მონიტორინგი ხორციელდება ზოგადი, ბიოქიმიური, ჰორმონული და იმუნოლოგიური ანალიზების საფუძველზე.
ეს დაავადებებია:
•    ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ორსულთა დიაბეტი
•    სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი
•    ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, კვანძოვანი ჩიყვი, იოდდეფიციტური დაავადებები, თირეოიდიტები)
•    ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები (ჰიპერპარათირეოზი, ჰიპოპარათირეოზი)
•    ჰიპოფიზის დაავადებები (ჰიპოფიზის ინციდენტალომა, "ცარიელი" თურქული კეხის სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია, ჰიპოპიტუიტარიზმი, აკრომეგალია, იცენკო-კუშინგის დაავადება, უშაქრო დიაბეტი, პროლაქტინომა)
•    თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები (თირკმელზედა ჯირკვლის ინციდენტალომა, ჰიპერალდოსტერონიზმი, ჰიპერკორტიციზმი, ჰიპოკორტიციზმი, ფეოქრომოციტომა)
•    ოსტეოპოროზი
•    მამაკაცთა სქესობრივი ფუნქციის დარღვევა (ჰიპოგონადიზმი, ასაკობრივი ანდროგენული დეფიციტი, გინეკომასტია)
ენდოკრინული ორგანოს ლოკალიზაციის და დაზიანების ხარისხის დადგენა შესაძლებელია თანამედროვე ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით:
•    ულტრაბგერითი გამოკვლევა
•    რენტგენოგრაფია (თურქული კეხის, ხელის მტევნების, ხერხემლის)
•    სცინტიგრაფია (ფარისებრი ჯირკვლის, ფარისებრახლო ჯირკვლების, მთელი სხეულის)
•    კომპიუტერული ტომოგრაფია (თირკმელზედა ჯირკვლების)
•    მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების)
•    წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (ფარისებრი ჯირკვლის)

ენდოკრინოპათიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე მიდგომებით.


კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება

ხელმძღვანელი - ეროვნული პრემიის ლაურეატი,  მედიცინის დოქტორი გიორგი წივწივაძე აღჭურვილია ფირმა SIEMENS -ის ...

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილება

სამეცნიერო ხელმძღვანელი – საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ...

რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის განყოფილება

მედიცინის დოქტორი, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი ვალერი აბულაძე აღჭურვილია: Siemens- ისა ...

@ 2008-2012, clinicalmedicine.ge, ყველა უფლება დაცულია | ვებ უზრუნველყოფა : ბექა ფარქოსაძე