რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის განყოფილება

მედიცინის დოქტორი, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი ვალერი აბულაძე

აღჭურვილია: Siemens- ისა და   Toshiba–ს  რენტგენდიაგნოსტიკური აპარატებით, "Multix Kompact-K", "Axiom Icons MD"  და  "Winscope Plessart" დიგიტალური ფლუოროსისტემით, რენტგენოგრამების დიგიტალური დამუშავებითა და არქივირებით. 

 

განყოფილებაში ტარდება:

 

• საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა.

• ხერხემლის სვეტის რენტგენდიაგნოსტიკა ფუნქციური დატვირთვის პირობებში.

• გულმკერდის ღრუს ორგანოების დაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა.

 

• საყლაპავი მილის, კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დინამიური კვლევა, ირიგოსკოპია ორმაგი კონტრასტირებით. დინამიური დაკვირვება პაციენტებზე პოსტოპერაციულ პერიოდში.

 

• ჰეპატოპანკრეატოდუოდენალური ზონის პათოლოგიათა დიაგნოსტიკა გამოსახულების შემდგომი დიგიტალური დამუშავებით., ინტრაოპერაციული ქოლანგიოგრაფია, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, სიმსივნური პროცესების დიაგნოსტიკა რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფიის საშუალებით.

 

• შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა, ფუნქციური მდგომარეობის შეფასება კვლევის რუტინული და სპეციალური მეთოდებით; ინტრავენური უროგრაფია, მიქციური ცისტოგრაფია, ურეთეროგრაფია, ანტეგრადული და რეტროგრადული ცისტოგრაფია და ჰისტეროსალპინგოგრაფია.

 

• სარძევე ჯირკვლის დაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა (მამოგრაფია), დუქტოგრაფია.

 

განყოფილება ჩართულია სარძევე ჯირკვლის და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიათა  სკრინინგის ეროვნულ პროგრამაში. 

კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება

ხელმძღვანელი - ეროვნული პრემიის ლაურეატი,  მედიცინის დოქტორი გიორგი წივწივაძე აღჭურვილია ფირმა SIEMENS -ის ...

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილება

სამეცნიერო ხელმძღვანელი – საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ...

რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის განყოფილება

მედიცინის დოქტორი, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი ვალერი აბულაძე აღჭურვილია: Siemens- ისა და ...

@ 2015 clinicalmedicine.ge, ყველა უფლება დაცულია | ვებ უზრუნველყოფა : ბექა ფარქოსაძე