
კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება
ხელმძღვანელი - მედიცინის დოქტორი გიორგი წივწივაძე
აღჭურვილია ფირმა SIEMENS -ის მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფებით "Somatom Sensation-64" და "Somatom Definition AS, 128", ფირმა Toshiba- ს მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი " AQUILION ONE-640". მონოპოლარული რადიოსიხშირული აბლაციის აპარატით "RITA".
განყოფილებაში ტარდება:
• თავის ტვინის, ქალა ძვლების, გულმკერდის, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოთა, ხერხემლის სვეტის და კიდურების პათოლოგიათა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა.
• თავის ტვინის პერფუზიის შესწავლა.
• ფილტვის კეროვანი დაზიანებების აღმოჩენა სპეციალური პროგრამით.
• მრავალშრიანი კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია: აორტისა და ინტრაკრანიული არტერიების განვითარების ანომალიების და ანევრიზმების, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, თირკმლის, საძილე და კიდურების არტერიების სტენოზის და ოკლუზიის, მსხვილი ვენების თრომბების გამოსავლენად.
• ღვიძლში არტერიო-პორტული შუნტების გამოვლენა; სიმსივნური წარმონაქმნების მკვებავი და მიმდებარე სისხლძარღვების შესწავლა.
• სანაღვლე გზების პათოლოგიების შესწავლა მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის, (სამგანზომილებიანი რეკონსტუქციებით) და ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის ერთობლივი გამოყენებით.
• ვირტუალური ბრონქოსკოპია და კოლონოსკოპია სპეციალური პროგრამების გამოყენებით.
• მრავალშრიანი კომპიუტერულ ტომოგრაფიული კორონაროგრაფია, კორონარულ არტერიებში გაკირული ათეროსკლეროზული ფოლაქების გამოვლენა, გულის პარკუჭების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება.
• ოსტეოდენსიტომეტრია ოსტეოპოროზის გამოსავლენად და ხარისხის დასადგენად.
• 128–შრიანი წარმოადგენს ამიერკავკასიაში ერთადერთ, უახლესი თაობის კომპიუტერულ ტომოგრაფს, რომელიც საქართველოში არსებული სხვა კომპიუტერული ტომოგრაფებისაგან განსხვავებით, დასხივების მინიმალური დოზისა და კვლევის ხანმოკლე დროის პირობებში, სხვა რუტინული გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობის გარდა დამატებით აღჭურვილია რიგი პროგრამული უზრუნველყოფით, როგორიცაა მაგალითად ნეირო(მათ შორის თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის შესწავლის), ურგენტული შემთხვევების(ერთდროულად სხეულის დიდი ფართობის), გულის(კტ კორონაროგრაფიის) და ონკოლოგიის(სიმსივნეების გამოვლენისა და დინამიკაში დაკვირვების) პროგრამები.
• სადიაგნოსტიკო პუნქციური ბიოფსია შემდგომი ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური კვლევისათვის.
• თირკმელზედა ჯირკვლის პუნქცია და ღვიძლის, პანკრეასისა და თირკმელზედა ჯირკვლების კისტებში მასკლეროზირებელი ნივთიერებების შეყვანა კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით.
• ღვიძლის არაოპერაბელური (პირველადი სიმსივნეებისა და მეტასტაზების) წარმონაქმნების, ძვლოვან სისტემაში და ფილტვში არსებული მეტასტაზური დაზიანებების მკურნალობა მონოპოლარული რადიოსიხშირული აბლაციის საშუალებით.

ინსტიტუტში დამონტაჟდა კიდევ ერთი ახალი თაობის, 64 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი-Siemens Somatom Sensation ...

SIEMENS-ს მრავალშრიანი კომპიუტრეული ტომოგრაფი SOMATOM Definition as-128
SIEMENS-ს მრავალშრიანი კომპიუტრეული ტომოგრაფი SOMATOM Definition ...

Toshiba- ს უახლესი 640-შრიანი ტომოგრაფი
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის პირველად საქართველოში ჩვენს ინსტიტუტში დამონტაჟდა Toshiba- ს ფირმის უახლესი თაობის ...

უახლესი 2 დეტექტორიანი გამა-კამერა, ფირმა Siemens
პირველად საქართველოში ჩვენს ინსტიტუტში დამონტაჟდა ფირმა Siemens გამა-კამერა, რომელიც პლანალურ და დინამიურ კვლევებთან ...

კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება
ხელმძღვანელი - მედიცინის დოქტორი გიორგი წივწივაძე აღჭურვილია ფირმა SIEMENS -ის მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფებით ...
@ 2008-2012, clinicalmedicine.ge, ყველა უფლება დაცულია | ვებ უზრუნველყოფა : ბექა ფარქოსაძე