
კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორია
აღჭურვილია ROCHE DIAGNOSTICS-ის, HORIBA-ABX-ის, ABBOT-ის, STAGO, HUMAN, SOLAR-ის აპარატურით: INTEGRA 400 PLUS COBAS MIRA, I-STAT, HUMASED - 20, ABX MICROS, ABX - Pentra - 60, Start-4, AP-2110 (თრომბოციტების აგრეგაციული ფუნქციის განმსაზღვრელი) რომლებზეც სრულდება 500-ზე მეტი ტესტი.
ლაბორატორიაში ტარდება:
• ჰემატოლოგიური, კოაგულოლოგიური და ბიოქიმიური გამოკვლევები.
განისაზღვრება:
• სისხლის ფორმიანი ელემენტები, ე.დ.ს-განსაზღვრა ვესტერგრინის მეთოდით ლეიკოციტების ფუნქციურ-მეტაბოლური აქტივობა, რკინის მეტაბოლიზმი.
• თრომბინემიის და ფიბრინის სისხლძარღვშიდა დაგროვების პროდუქტები, თრომბოციტულ-სისხლძარღვოვანი ჰემოსტაზის მაჩვენებლები.
• ნახშირწყლების, ცილებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმის პარამეტრები, ფერმენტები, ელექტროლიტური ბალანსი, მიკროელემენტები, ფერმენტული ანტიოქსიდანტები, ზოგადი ანტიოქსიდანტური სტატუსი, სისხლის გაზები.
• კუჭის მჟავაწარმომქმნელი და გამანეიტრალებელი ფუნქცია.
სამეცნიერო მიმართულება:
• გულ-სისხლძარღვთა, ცენტრალური ნერვული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოლოგიათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის უახლესი ლაბორატორიული ტექნოლოგიების ინფორმაციულობის გამოვლენა.
• მონაწილეობა ხარისხის გარე კონტროლის საერთაშორისო სისტემებში Instand (გერმანია), Bio-DEV (იტალია).

კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორია
აღჭურვილია ROCHE DIAGNOSTICS-ის, HORIBA-ABX-ის, ABBOT-ის, STAGO, HUMAN, SOLAR-ის აპარატურით: INTEGRA 400 PLUS ...
@ 2008-2012, clinicalmedicine.ge, ყველა უფლება დაცულია | ვებ უზრუნველყოფა : ბექა ფარქოსაძე