Image

უნიკალური შესაძლებლობა  ახალგაზრდა ექიმებისთვის!
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

 

აუცილებელი მოთხოვნები:
  • სახელმწიფო ლიცენზია შესაბამისი მიმართულებით;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
  • შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული, მოტივირებული, ანალიტიკური აზროვნების უნარი, გამართული კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალთა გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, კონკურენტუნარიან სამუშაო პროცესს, მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან და სასწავლო ცენტრებთან მჭიდრო კავშირს კარიერული ზრდისა  და განვითარების შესაძლებლობით.
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.toduaclinic@gmail.com 
კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე:
ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგი

ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგი

 

პოზიციის დასახელება: ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ანგარიშვალდებულია:  კლინიკურ დირექტორთან

დაქვემდებარებული თან. რაოდენობა: 0

განყოფილება: ანესთეზია-რეანიმატოლოგიის

განათლება/სერთიფიცირება: უმაღლესი სამედიცინო /სპეციალობა -  ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი

ენების ცოდნა: ქართული/ინგლისური/რუსული

სამუშაო ადგილი: აკად. ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრი - კლინიკური მედიცინის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი.  თბილისი, თევდორე მღდვლის 13, 0112

სამუშაო საათები: 09:00-17:00 საათი, ორშაბათი-პარასკევი

გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე

საშუალო ანაზღაურება:

 

 

  1. თანამდებობრივი კომპეტენციები და უნარები/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი, სპეციალობა- ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია;
  • კლინიკური უნარ-ჩვევებისა და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • კლინიკაში პრაქტიკული მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების უნარ-ჩვევები.

 

  1. ზოგადი ცოდნა:
  • სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, კუნთოვანი, საშარდე, ენდოკრინული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ანატომია, ფიზიოლოგია, პათფიზოლოგია;
  • სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, კუნთოვანი, საშარდე, საჭმლის მომნელებელი და ენდოკრინული სისტემების დაავადებების ეტიოლოგიის, მიმდინარეობის, დიაგნოზის, მკურნალობისა და გართულებების პრინციპები, აგრეთვე მათი გავლენა პერიოპერაციული და პოსტოპერაციული პერიოდის მართვაზე;
  • საანესთეზიო საშუალებების გავლენა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და ნერვული ორგანოების სისტემების ფიზიოლოგიაზე;
  • პერიოპერაციულ პერიოდში გამოსაყენებელი წამლების ფარმაკოლოგიისა და მათი ურთიერთქმედების ცოდნა; ა.ე) პაციენტის პრეოპერაციული მომზადება (ანამნეზი, წინასაოპერაციო კვლევები, კონსულტაცია, თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით წინა საოპერაციო პერიოდის დაგეგმვა/მართვა, მ.შ. პრეოპერაციული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება);
  • ანესთეზიის ტექნიკის შერჩევა და დაგეგმვა (მ.შ. შესაბამისი მონიტორინგი, აპარატურა და მოწყობილობები).

  პაციენტის ინტრაოპერაციული მოვლა და ანესთეზიის ტექნიკა:

  • ინჰალაციური ანესთეტიკების ნაკადის მართვა (მათ შორის აირთა ნარევის დაბალი ნაკადის ტექნიკის გამოყენება), ფილტვების სასუნთქი მოცულობის და სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის მართვა, სასუნთქ გზებში წნევის კონტროლის პრინციპები ამ წნევით უსაფრთხო მანიპულირება, სასუნთქი გზების ტემპერატურის და განოტივების უზრუნველყოფა, პულსოქსიმეტრიის, სისხლის აირების ანალიზის ინტერპრეტაციის ცოდნა, კაპნოგრაფიის ცოდნა და ფლობა. ელექტრული უსაფრთხოების საკითხების ფლობა (აალება, ხანძარი);
  • მონიტორინგის მინიმალური სტანდარტების, აღჭურვილობისა და აპარტურის ცოდნა, ექსპლუატაციის სრულფასოვანი ფლობა;
  • ანესთეზიის მართვა (მ.შ. გართულებების ამოცნობა, შეფასება და მართვა).

პაციენტის პოსტოპერაციული მოვლა და მწვავე ტკივილის მართვა:

 

  • პაციენტის უსაფრთხო ტრანსპორტირება ანესთეზიისშემდგომ პალატაში ან რეანიმაციაში, საოპერაციოდან შემოსული პაციენტის მიღება /გადაბარება;
  • პოსტოპერაციული პაციენტის სტაბილიზაცია, გართულებების (ქირურგიული და თერაპიული) დროული ამოცნობა, შეფასება და მართვა;
  • ტკივილის მართვა: ტკივილის შეფასება, მულტიმოდალური ანალგეზია, პაციენტის მიერ კონტროლირებადი ანალგეზია, რეგიონალური ანესთეზიის და ანალგეზიის როლი პოსტოპერაციულ ტკივილის მართვაში, ანალგეზიის არაფარმაკოლოგიური მეთოდების ცოდნა.

კრიტიკული მდგომარეობების მართვა:

  • გადაუდებელი კრიტიკული მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის დიაგნოსტიკისა და მართვის პრინციპები;
  • სიცოცხლის გადარჩენის სხვადსხვა გზამკვლევები (BLS, ACLS, PALS,PHTLS,ATLS); დ.გ) სხვადასხვა ორგანოების უკმარისობით გამოწვეული კრიტიკული მდგომარეობების მართვა (გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული, ნერვული, რენალური, კუჭ-ნაწლავის, ენდოკრინული, ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური პაციენტები);
  • ალერგიული რეაქციების, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების მართვა;
  • სხვადსხვა ეტიოლოგიის შოკის მართვა; დ.ვ) ინტოქსიკაციების მართვა (ალკოჰოლური, მედიკამენტებით, ნარკოტიკებით), ნარკომანობის, წამალზე დამოკიდებულების, წამლის მოხსნის პროცესის შეფასება;
  • ტრავმების და დამწვრობების შედეგად განვითარებული კრიტიკული მდგომარეობების ტრიაჟი, მართვა.
  • კრიტიკული პაციენტის პერიოპერაციული მკურნალობა/მულტიდისციპლინური ინტენსიური თერაპია;
  • ანესთეზიაში გამოყენებული პრაქტიკული პროცედურები.

 

  1. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
  • პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
  • პაციენტების მართვის ინდივიდუალური გეგმების შედგენა;
  • პაციენტის სამედიცინო ანამნეზთან და წინასწარ დიაგნოზთან შესაბამისი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრა/ჩატარების უზრუნველყოფა, დიაგნოზის დასმა;
  • დიაგნოზის შესაბამისი დიაგნისტიკისა და  მკურნალობის ალგორითმის განსაზღვრა;
  • მკურნალობა, საჭირო მანიპულაციების/ინვაზიური ჩარევების განსაზღვრა/ჩატარება (კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალიზაციის შესაბამისად);
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
  • პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისი რეფერალის განსაზღვრა და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • პაციენტთან/პაციენტის მეურვესთან ერთად გამოკვლევის შედეგების, მკურნალობის სქემის, დანიშნული მედიკამენტების განხილვა. პაციენტის ინფორმირება ყველა ჩასატარებელი პროცედურის/ჩარევის მნიშვნელობის შესახებ;
  • პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება (დეტალური ანამნეზის აკრება, შემოვლა, კონსილიუმი), შესაბამის ჩანაწერების წარმოება;
  • კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლებისა და სტანდარტების მიხედვით;
  • პაციენტის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მართვის პროცესში ეროვნული და/ან საერთაშორისო გაიდლაინებითა და პროტიკოლებით ხელმძღვანელობა;
  • სამედიცინო ეთიკისა და დეონტოლოგიის პრინციპების დაცვა.

 

 

 

  1. სავალდებულო პრაქტიკული უნარ–ჩვევები:

ექიმს, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, შეუძლია შემდეგი კვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია:

  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • ინვაზიური არტერიული წნევის მაჩვენებელი;
  • ცენტრალური ვენური წნევის მაჩვენებელი;
  • გულის წუთმოცულობის მონიტორინგი (სვან-განცისკათეტერი);
  • შერეული ვენური სატურაცია;
  • ინტრააორტული ბალონური კონტრპულსატორის მონაცემები (ინტერპრეტაცია/კორექცია/სინქრონიზაცია);
  • პულსოქსიმეტრია;
  • კაპნოგრაფია;
  • ფილტვის ფუნქციური ტესტების ინტერპრეტაცია;
  • უხშირესი რადიოლოგიური კვლევები (გულმკერდის რენტგენოგრაფია, თავის რენტგენოგრაფია, მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია, თავის ტვინის კტ-კვლევა, გულმკერდის ღრუს კტ-კლევა, მუცლის ღრუს კტ–კვლევა, თავის ტვინის მრტკვლევა, გულმკერდის ღრუს მრტ-კვლევა, მუცლის ღრუს მრტ-კვლევა);
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის შეფასების სხვა მეთოდები (ექოკარდიოგრაფია, მიოკარდიუმის ერგომეტრიული სცინტიგრაფია - კორონაროგრაფია);
  • სისხლის (დონორის და რეციპიენტის) შეთავსების ტესტი–ტრანსფუზიისთვის.

 ექიმს, რომელიც ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, შეუძლია შემდეგი ჩარევების-კვლევების შესრულება:

  • სწრაფი თანამიმდევრული ინდუქცია;
  • სედაცია ცნობიერების შენარჩუნებით;
  • ინჰალაციური ინდუქცია;
  • ორალური და ნაზალური საჰაერო გზების გამავლობის მიღწევა და შენარჩუნება;
  • ტრაქეის სწრაფი თანმიმდევრული ინტუბაცია (გეგმიური);
  • ტრაქეის ინტუბაცია გადაუდებელი (კრიტიკული) მდგომარეობების დროს (მათ შორის გართულებული ინტუბაცია);
  • საანესთეზიო გაზებით მომარაგება, ანესთეზიის მისაწოდებელი სისტემის მართვა;
  • ამაორთქლებელი, საანესთეზიო ვენტილაციის აპარატები გამოყენება;
  • საინფუზიო პამპების გამოყენება;
  • გამათბობელი საშუალებების გამოყენება;
  • ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) და ანესთეზიის სიღრმის მონიტორინგი;
  • ცნს მონიტორინგი;
  • რთული ვენტილაციის ალგორითმი, სასუნთქი გზების მართვა (სახის ნიღაბი, ლარინგოსკოპის ხვადასხვა ბლეიდით, ლარინგეალური ნიღაბი, ენდოტრაქეალური მილები, ორსანათურიანი მილები, ფიბეროპტიკური ინტუბაცია);
  • ფილტვის სეპარაციის ტექნიკა და შესრულება: ორსანათურიანი ენდოტრაქეალური ინტუბაცია, ბრონქების ბლოკირება;
  • რთული სასუნთქი გზების მქონე პაციენტის ფილტვის სეპარაცია;
  • კრიკოთირეიდოტომია და ჯეტ ვენტილაცია;
  • ბრონქოსკოპია (ლავაჟისა და მასალის აღების ჩათვლით);
  • ტრაქეოსტომია, მათ შორის პერკუტანული ტრაქეოსტომია;
  • პლევრის ღრუს დრენირება;
  • ვენტილაცია მუცელზე წოლისას;
  • ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია;
  • ზოგადი ანესთეზიის წინა ფიზიკალური და ლაბორატორიული გამოკველევების დაგეგმვა- შესრულება;
  • ცენტრალური ვენების კათეტერიზაცია (მათ შორის ჰემოდიალიზის კათეტერი); ბ.ყ) ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია;
  • პერიფერიული და ცენტრალური არტერიების პუნქცია/კანულაცია;
  • ფლებოტომია;
  • ინტრაოსეური მიდგომის შესრულება;
  • გულის პეისინგის შესრულება;
  • 12 განხრიანი ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) ჩაწერა;
  • დეფიბრილაცია-კარდიოვერსია;
  • გულ-ფილტვის რეანიმაციის ძირითადი და კვალიფიციური მეთოდები მოზრდილებში, ბავშვებში, ახალშობილებში;
  • ინტრააორტული ბალონური კონტრპულსაციის წარმოება და ამოღება;
  • ლუმბალური პუნქცია;
  • გულმკერდის, ეპიდურული და სპინალური ანესთეზია;
  • კომბინირებული სპინალურ/ეპიდურული ანალგეზია-ანესთეზია;
  • „ეპიდურული სისხლის საცობი” ტექნიკის ფლობა;
  • ლოკალური ანესთეტიკების ტოქსიურობის მართვა;
  • მძიმე სამეანო სისხლდენების მართვა;
  • სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა;
  • პოსტოპერაციულ პერიოდში ტკივილის მართვა;
  • მულტიმოდალური ანალგეზია;
  • პაციენტის მიერ კონტროლირებადი ანესთეზია;
  • პერიტონეალური დიალიზის კათეტერის პერკუტანური ჩაყენება/ამოღება;
  • თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყება და ჩატარება;
  • ნაზო-გასტრალური და ნაზო-გასტრდუოდენური მილის ჩადგმა;
  • შარდის ბუშტის კათეტერიზაცია;
  • შარდის ბუშტის პერკუტანური პუნქცია;
  • ძირითადი ულტრაბგერითი კვლევა შემდეგი მიზნებისათვის:
  • ულტრაბგერით კონტროლირებული ცენტრალური ვენის აღება;
  • პარკუჭის მწვავედ დაზიანებული ფუნქციის ამოცნობა ულტრაბგერით (მარჯვენა ან/და მარცხენა პარკუჭი, ჰიპო- აკინეზური უბნები), მათ შორის, ტრანსეზოფაგური;
  • ქვემო ღრუ ვენის დიამეტრის გაზომვა;
  • პერიკარდში, პლევრასა და პერიტონეუმში უხვი რაოდენობით სითხის არსებობის ამოცნობა;
  • შარდის შეკავების ამოცნობა (გადაწელილი შარდის ბუშტი);
  • რეგიონული ანესთეზია (ნეუროაქსილარული, პერიფერიული ნერვის ბლოკადა და ცენტრალური ბლოკადა);
  • სპინალური ანესთეზია;
  • ეპიდურული ანესთეზია;
  • კაუდალური ანესთეზია;
  • პარავერტებრალური ანესთეზია;
  • ნერვული წნულისა და ცალკეული ნერვის ბლოკადა;
  • ზედა კიდურების პერიფერიული ბლოკადა;
  • ქვედა კიდურების პერიფერიული ბლოკადა;
  • სისხლის და სისხლის პროდუქტების ტრანსფუზია (სისხლის ან ერითროციტების გადასხმა, აუტოტრანსფუზია, ჰემოდილუცია (განზავება) წინა საოპერაციო, ფლებოტომია, თრომბოციტების გადასხმა, სისხლის სხვა კომპონენტების გადასხმა, სისხლის გაცვლითი გადასხმა, ოპერაციამდე სისხლის შენახვა);
  • აზოტის ოქსიდის ინჰალაცია;
  • ექსტრაკორპორული მემბარნული ოქსიგენაცია;
  • გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში ექსპრეს მეთოდით;
  • არტერიული სისხლის გაზების და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის განსაზღვრა;
  • ექსპრესკოაგულოგრამა;
  • ტუბერკულინის კანის ტესტი (მანტუ);
  • თირკმლის ფუნქციური ტესტი;
  • ღვიძლის ფუნქციური ტესტი;
  • სისხლის შეთავსების ექსპრეს მეთოდი

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.
გინეკოლოგი
ენდოკრინოლოგი
კარდიოლოგი
რევმატოლოგი
უროლოგი
შინაგანი მედიცინა
ენდოსკოპისტი
Image