ქირურგიული პროქტოლოგია

ქირურგიული პროქტოლოგია

აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში სიახლეა ! გაიხსნა უახლესი აპარატურით აღჭურვილი ქირურგიული პროქტოლოგიის დეპარტამენტი.

 

განყოფილებაში ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

  • ჰემოროიდული დაავადება;
  • ანალური ნაპრალი;
  • პარაპროქტიტი;
  • პერიანალური მიდამოს, ანალური არხისა და სწორი
  • ნაწლავის სიმსივნური წარმონაქმნები;
  • მახვილწვეტიანი კონდილომები;
  • ანალური არხის და სწორი ნაწლავის პროლაფსი;
  • ანალური სფინქტერის უკმარისობა;
  • რექტო-ვაგინური ფისტულა;
  • მსხვილი ნაწლავის ფუნქციური აშლილობები.


განყოფილებაში ჩატარდება შემდეგი სახის გამოკვლევები, მინი ინვაზიური პროცედურები და ოპერაციები:

  • ანოსკოპია;
  • სფინქტერომეტრია;
  • მენჯის ფსკერის კუნთოვანი აპარატის ფუნქციონირების სრულფასოვანი შესწავლა და პაციენტებისთვის შესაბამისი რჩევების მიცემა;
  • შიდა ჰემოროიდული კვანძების ლიგირება;
  • მინი ინვაზიური ჩარევები ულტრამაღალი სიხშირის რადიოტალღებზე მომუშავე ელექტროაპარატით : ჰემოროიდული დაავადების, ანალური ნაპრალის, კონდილომების, პერიანალური ფოჩების, თრომბოზების მკურნალობის დროს;
  • სამკვანდრანტული ჰემოროიდექტომია თანამედროვე აპარატურით, ნაკერების ფორმირების გარეშე;
  • ცირკულური ჰემოროიდექტომია;
  • სხვადასხვა სირთულის ოპერაციები ფისტულებზე,
  • ფისტულის არხის ლაზერული ობლიტერაცია;
  • ეპითელიალური ხვრელმილების ამოკვეთა;
  • გაურთულებელი ეპითელიალური ხვრელმილის
  • ლაზერული ობლიტერაცია;
  • ოპერაციები სფინქტერების უკმარისობაზე და სწორი ნაწლავის პროლაფსზე;
  • სხვადასხვა სირთულის ოპერაციები სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნურ წარმონაქმნებზე.

Date

26 October 2018

Tags

ქირურგია