
ენდოკრინოლოგიის განყოფილება
ხელმძღვანელი - მედიცინის დოქტორი მაია ხუბუა.
ენდოკრინოლოგიურ კაბინეტში ხორციელდება მოზრდილ პაციენტთა ამბულატორიული მიღება სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიით, წარმოებს ყველა ცნობილი ენდოკრინული დაავადების გამოკვლევა და მკურნალობა. პაციენტებს თანამედროვე ლაბორატორიულ-ტექნიკურ ბაზაზე შეუძლიათ ჩაიტარონ ყველა ენდოკრინული დაავადების ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ენდოკრინული დაავადებების დიაგნოსტიკა და მონიტორინგი ხორციელდება ზოგადი, ბიოქიმიური, ჰორმონული და იმუნოლოგიური ანალიზების საფუძველზე.
ეს დაავადებებია:
• ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ორსულთა დიაბეტი
• სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, კვანძოვანი ჩიყვი, იოდდეფიციტური დაავადებები, თირეოიდიტები)
• ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები (ჰიპერპარათირეოზი, ჰიპოპარათირეოზი)
• ჰიპოფიზის დაავადებები (ჰიპოფიზის ინციდენტალომა, "ცარიელი" თურქული კეხის სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია, ჰიპოპიტუიტარიზმი, აკრომეგალია, იცენკო-კუშინგის დაავადება, უშაქრო დიაბეტი, პროლაქტინომა)
• თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები (თირკმელზედა ჯირკვლის ინციდენტალომა, ჰიპერალდოსტერონიზმი, ჰიპერკორტიციზმი, ჰიპოკორტიციზმი, ფეოქრომოციტომა)
• ოსტეოპოროზი
• მამაკაცთა სქესობრივი ფუნქციის დარღვევა (ჰიპოგონადიზმი, ასაკობრივი ანდროგენული დეფიციტი, გინეკომასტია)
ენდოკრინული ორგანოს ლოკალიზაციის და დაზიანების ხარისხის დადგენა შესაძლებელია თანამედროვე ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით:
• ულტრაბგერითი გამოკვლევა
• რენტგენოგრაფია (თურქული კეხის, ხელის მტევნების, ხერხემლის)
• სცინტიგრაფია (ფარისებრი ჯირკვლის, ფარისებრახლო ჯირკვლების, მთელი სხეულის)
• კომპიუტერული ტომოგრაფია (თირკმელზედა ჯირკვლების)
• მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების)
• წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (ფარისებრი ჯირკვლის)
ენდოკრინოპათიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე მიდგომებით.
თერაპევტები – ქეთევან ჯიქია, მარინა გურგენიძე
თერაპიულ კაბინეტში ტარდება მოზრდილ პაციენტთა ამბულატორიული მიღება ყველა დაავადების გამო. ხდება ანამნეზის შედგენა, პაციენტის ობიექტური მდგომარეობის შეფასება, გამოკვლევის დაგეგმვა.
პაციენტებს ინსტიტუტში უტარდებათ თანამედროვე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები გაიდლაინების მიხედვით. თერაპიული დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე მიდგომებით სამამულო და უცხოეთის წამყვანი სამედცინო დაწესებულებების კლინიკური გამოცდილებისა და სამეცნიერო კვლევების შედეგების გათვალისწინებით

ენდოკრინოლოგიის განყოფილება
ხელმძღვანელი - მედიცინის დოქტორი მაია ხუბუა. ენდოკრინოლოგიურ კაბინეტში ხორციელდება მოზრდილ პაციენტთა ამბულატორიული ...
@ 2008-2012, clinicalmedicine.ge, ყველა უფლება დაცულია | ვებ უზრუნველყოფა : ბექა ფარქოსაძე