კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში. დაარსდა 1992 წელს. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა რადიოლოგიის დარგში. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას კოორდინაციას უწევს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებაა: ”დაავადებათა ადრეული კომპლექსური დიაგნოსტიკა და მკურნალობა.”
2012 წლის 12 მაისს, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა და საქართველოს ენდოსკოპიის ასოციაციამ ჩაატარა ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კლინიკური კონფერენცია თემაზე: ენდოსკოპიური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდები.
ინსტიტუტმა 2011 წლის მარტში ახალციხის საავადმყოფოს საჩუქრად (უსასყიდლოდ) გადასცა სიმენსის ფირმის სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფი "Siemens Somatom Balans S / N 38026"
სიახლეები

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილება
სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფესორი მერაბ ბერაია ხელმძღვანელი - ქეთევან ლაშხი აღჭურვილია 0.35, 1.5 და 3.0 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფებით MAGNETOM OPEN, MAGNETOM AVANTO და MAGNETOM VERIO ...

ენდოსკოპიის და ენდოქირურგიის განყოფილება
სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფესორი მამუკა გურგენიძეხელმძღვანელი – მედიცინის დოქტორითეიმურაზ იოსელიანი აღჭურვილია: ფირმა Olympus-ის ულტრათანამედროვე ციფრული ენდოსკოპური აპარატით “Exera-II”, ...

ინსტიტუტში დამონტაჟდა კიდევ ერთი ახალი თაობის, 64 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი-Siemens Somatom Sensation ...

SIEMENS-ს მრავალშრიანი კომპიუტრეული ტომოგრაფი SOMATOM Definition as-128
SIEMENS-ს მრავალშრიანი კომპიუტრეული ტომოგრაფი SOMATOM Definition ...

უნიკალური შემთხვევა
თორაკო-აბდომინალური ქირურგიის განყოფილებაში,პროფ.თ გუგეშაშვილმა ჩაატარა უნიკალური ოპერაცია.პაციენტს მუცლის ღრუდან ...
@ 2008-2012, clinicalmedicine.ge, ყველა უფლება დაცულია | ვებ უზრუნველყოფა : ბექა ფარქოსაძე






